Bastian Kalous © ALL RIGHTS RESERVED

 

Bastian Kalous © ALL RIGHTS RESERVED

მეუბნებიან, რომ გახდომა მომიხდებოდა.

მეუბნებიან, რომ ან შარვლები ან გრძელი კაბები უნდა მეცვას, ნაკლებად უნდა გამომიჩნდეს წვივები.

მეუბნებიან, რომ დიდი, უცნაური თვალები მაქვს. ზოგს ეშინია ჩემი თვალების, ზოგი კი მაკვირდება დიდხანს, ზოგსაც არასოდეს ავიწყდება.

მეუბნებიან , რომ ზედმეტი ემოციურობა მხოლოდ მავნებს.

მეუბნებიან, რომ აუცილებლად უნდა ვივარჯიშო ყოველ დღე.

მეუბნებიან, რომ ისეთი გენები მაქვს, შეუძლებელია, ვერ მივაღწიო მიზანს, რომლის შესახებაც მეც არაფერი ვიცი.

მეუბნებიან, რომ ისეთი მეგობარი ვარ, რომლის იმედიც ყოველთვის უნდა გქონდეს.

მეუბნებიან, რომ ჩაცმის სტილი უნდა შევიცვალო.

მეუბნებიან, რომ ბევრი სურათი უნდა გადავიღო. კადრებად უნდა ავაწყო მერე წარსული.

 აი, ახლაც - ჩხაკ! ჩემს ოთახში ვზივარ,ფანჯარა შეღებულია, ფართო ზედა მაცვია, მოწითალო. თმები არც გრძელი მაქვს არც მოკლე. წონა- 60კგ. სიმაღლე - 1,61 (ვიმედოვნებ),

 დღე- უსიამოვნო. 

 ბევრ კარგ რამესაც მუებნებიან,მაგრამ სხვა დროს მოვყვები.